ესპანეთში 14 წლამდე ბავშვებს ქუჩაში გასვლის უფლება მისცეს

ესპანეთში 26 აპრილიდან 14 წლამდე ბავშვებს, მშობლის თანხლებით, ქუჩაში გასვლის უფლება მისცეს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, სალვადორ ილამ განაცხადა, რომ მთავრობა უახლოეს დროში გაავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად შორს შეეძლებათ მათ სახლიდან გასვლა.

მანამდე აღინიშნებოდა, რომ ბავშვებს მშობლებთან გასვლა მაღაზიაში ან ბანკში შეეძლებოდათ.

ბოლო ხუთი კვირაა, მსოფლიოში 6,8 მლნ 14 წლამდე ბავშვი სახლში კარანტინში იმყოფება.

უამრავ ქვეყანაში ბავშვებს ქუჩაში გასვლის ნებართვა მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები