“ბიჭი პაპის სკუტერით” – თელაველი ახალგაზრდა, რომელსაც ადგილობრივებისთვის პროდუქტი სახლში მიაქვს(ვიდეო)

ბიჭი პაპის სკუტერით – ასე იცნობენ გიორგი ძიძიშვილს თელავში. ყველაფერი სოციალური ქსელით გავრცელებული პოსტით დაიწყო, სადაც  გიორგი ძიძიშვილმა მოქალაქეებს სკუტერის საშუალებით დახმარება შესთავაზა. ინიციატავას დიდი გამოხმაურება მოყვა და ახალგაზრდამაც მოსახლეობის დახმარება დაიწყო. პირველი გადაადგილება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მოუწია, სადაც ხანშიშესულ ქალბატონს მედიკამენტები მიუტანა და მისი მადლიერებაც დაიმსახურა, მანამდე კი, წვიმიან ამინდიში, სახლიდან დიდი ენთუზიაზმით გამოვიდა და აფთიაქშიც წამლები მთელი გულისყურით აარჩია.
„ის რასაც პაპაჩემის სკუტერით ვაკეთებ, ჩემი თანაქალაქელებისთვის არის მცირედი, მე მათთან მიმაქვს მედიკამენტები და საკვები და მხოლოდ შეძენილის ღირებულებას ვიღებ მათგან. ასევე, ბევრს შეუძლია გააკეთოს ადამიანებისთვის მცირედი და მათ არ უნდა იფიქრონ, რომ ეს არის უმნიშვნელო. პირიქით, ეს შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის“,- ამბობს “რეგიონულ კვირასთან” გიორგი ძიძიშვილი.
“ბიჭი პაპის სკუტერით” მზადაა მოსახლეობას ნებიემიერ ამინდში გაუწიოს დახმარება და მათგან მხოლოდ მადლიერება მიიღოს. როგორც თავად ამბობს, საქართველო ასეთ რთულ ვითარებაში, სწორედ ერთად დგომით გადარჩება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები