უკრაინული მედია: მიხეილ სააკაშვილი რეფორმების საკითხთა ვიცეპრემიერად ინიშნება
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, პარტია “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, უკრაინაში რეფორმების საკითხთა ვიცეპრემიერად დაინიშნოს.
ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით რამდენიმე უკრაინული მედიასაშუალება წერს.
მაგალითად, UP Telegram-არხი მმართველ პარტია “ხალხის მსახურში” წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საკითხი ფრაქციის შიდა ჯგუფებში განიხილება, სააკაშვილის დანიშვნის საკითხს კი სავარაუდო უმაღლესი რადა უკვე 24 აპრილს განიხილავს.
სააკაშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია Obozrevatel-ს ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე ევგენია კრავჩუკმა დაუდასტურა. მისი თქმით, მისი კანდიდატურა ფრაქციის შიგნით განიხილება.
გამოცემა “სტრანა”-ს ინფორმაციით, სადეპუტატო ჯგუფებში შიდა კენჭისყრა მიმდინარეობს.