უკრაინაში საკარანტინო ზომების მოქმედება 11 მაისამდე გახანგრძლივდა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ქვეყანაში საკარანტინო ზომების მოქმედება 11 მაისამდე გაახანგრძლივა, რომელიც 24 აპრილამდე მოქმედებდა.

ქვეყნის პრემიერის, დენის შმიგინის განცხადებით, მთავრობას კარანტინიდან გამოსასვლელად მკაფიო გეგმა აქვს, რომელიც 5 ეტაპისგან შედგება.

“არსებობს ამ გეგმის რეალიზების სასტარტო წერტილი. გეგმის რეალიზების დაწყებას შევძლებთ სასიკეთო ეპიდვითარების პირობებში. ჩვენი პროგნოზით, ეს დღე შესაძლოა, 11 მაისს დადგეს. ამიტომ კარანტინს ვახანგრძლივებთ”, – აღნიშნა შმიგინმა.

მისი თქმით, კარანტინიდან გამოსვლის დაწყებისთვის საჭიროა, 10 დღის განმავლობაში დაავადების ახალი შემთხვევების რიცხვი არ  იცვლებოდეს, ის 5% მაჩვენებელს არ უნდა ცდებოდეს.

“მეორე პირობაა, საავადმყოფოები, სადაც პაციენტების რაოდენობა 50%-ზე ნაკლები უნდა იყოს. ამის შემდეგ დანარჩენი 4 ეტაპის განხორციელებას დავიწყებთ”, – განაცხადა უკრაინის პრემიერმინისტრმა.

22 აპრილის მდგომარეობით, კორონავირუსის 6 592 ახალი შემთხვევაა, 174 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები