ზვიად შალამბერიძე: სიტუაციის შესაბამისად ვიმოქმედებთ და გამორიცხული არაფერი არ არის
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ქუთაისის შემოსასვლეთან არსებულ ბლოკ პოსტთან მივიდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, თერჯოლაში ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება თუ არა, ამას დრო აჩვენებს.
„თერჯოლაში გვყავს სამი ახალი დადასტურებული პაციენტი, ყველა მათგანი და ყველა ის ადამიანი, ვინც მოიაზრებოდა კონტაქტებად, იყო თვითიზოლაციაში. შესაბამისად, იმის რისკი, რომ ეპიდაფეთქება გვქონდეს სოფელში, არ არის. თუმცა ჩვენ სიტუაციას გადავხედავთ, ამათგან გამომდინარე მათ კონტაქტებს და დღის ბოლომდე გადაწყდება თუ როგორ ვიმოქმედებთ,ეს იქნება გამკაცრება თუ დარჩება ის სიტუაცია რაც იყო აქამდე.სიტუაციის შესაბამისად ვმოქმედებთ და გამორიცხული არაფერი არ არის”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
რაც შეეხება ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასა და შეზღუდვებს – რეგიონის მასშტაბით იგეგმება თუ არა რამიმე დამატებითი შეზღუდვა ან რომელიმე შეზღუდვის მოხსნა, იმერეთის გუბერნატორი აღნიშნავს, რომ ადამაინებს რომლებსაც გადაადგილების საჭიროება და აქვთ და ამას ვერ ახერხებენ, საჭიროა, რომ დროულად მოხდეს მათზე რეაგირება.
„ადამიანებს, რომლებსაც ესაჭიროებათ გადაუდებელი საქმისთვის გადაადილება, უნდა დარეკონ ცხელ ხაზზეე 144 და ამის შემდეგ მოხდება მათი გადმომისამართება ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, შემდეგ ვაკეთებთ რეაგირებას და ვეხმარებით ამ ადამიანებს”, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ასევე, დაანონსა იმ შეღავათების შესახებ, რომლითაც ისარგებლებენ ის ადამიანები, ფერმერები ვისაც საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ესაჭიროებათ გადაადილება.