საქსტატი: საქართველოს მთავარი საექსპორტო პარტნიორი აზერბაიჯანია
2020 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.9 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს 121.9 მლნ. აშშ დოლარით აზერბაიჯანი იკავებს, მეორე ადგილზეა ჩინეთი – 99.9 მლნ. აშშ დოლარით და მესამეზე რუსეთი – 91.2 მლნ. აშშ დოლარით.
წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის პირველ სამ თვეში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 348.3 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 210.1 მლნ. აშშ დოლარით და აზერბაიჯანი – 184.3 მლნ. აშშ დოლარით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 71.1 პროცენტია. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი – 402.2 მლნ. აშშ დოლარით, აზერბაიჯანი – 306.2 მლნ. აშშ დოლარით და რუსეთი – 301.4 მლნ. აშშ დოლარით.