რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 52 ათასს გადააჭარბა

რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის 5 642 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში უკვე 52 763 დაავადებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

გასულ 24 საათში ვირუსს 51 ადამიანია ემსხვერპლა, სულ 456 გარდაცვლილია.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი  3 873-მდე გაიზარდა.

გასულ დღეში ახალი შემთხვევების უმრავლესობა მოსკოვში გამოვლინდა – 3083; მოსკოვის ოლქში – 718; და სანქტ  პეტერბურგში – 127.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები