სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1401-მდე გაიზარდა
სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში უკვე 1401 ინფიცირებულია, – განაცხადეს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში.
ასევე, გასულ 24 საათში ლეტალური შემთხვევები ორით გაიზარდა და, ჯამურად, 24 ადამიანი შეადგინა.
ვირუსის დამარცხება 609 პირმა შეძლო.
სომხეთში 14 მაისამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.