უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 6 ათასს გადააჭარბა
უკრაინაში ერთ დღეში კორონავირუსის 415 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში უკვე 6 125 ინფიცირებულია, – განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს – ვირუსს 161 პაციენტი ემსხვერპლა, 367 გამოჯანმრთელდა.
უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი ინფიცირებულია ჩერნოვიცკის ოლქში – 988; კიევში – 892; ივანო-ფრანკოვსკის ოლქში – 556 და ტერნოპოლის ოლქში – 435.