დონალდ ტრამპი ქვეყანაში ყველა სახის იმიგრაციას აჩერებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქვეყანაში დროებით ყველა სახის იმიგრაციას შეაჩერებს.

როგორც ტრამპმა Tiwtter-ის გვერდზე დაწერა. ამის მიზეზი “უხილავი მტერი და ამერიკელების სამუშაო ადგილების დაცვაა”.

“უხილავი მტრის თავდასხმის გამო, ასევე, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ამერიკის შესანიშნავი მოქალაქეების სამუშაო ადგილები, ხელს მოვაწერ ბრძანებას, რომელიც დროებით აშშ-ში ყველა სახის იმიგრაციას შეაჩერებს”, – დაწერა აშშ-ის ლიდერმა.

ამასთან ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდის შევა გადაწყვეტილება ძალაში და რამდენი ხნით იმუშავებს. ასევე უცნობია, აცნობა თუ არა მან გადაწყვეტილების შესახებ სხვა ქვეყნების ლიდერებს.

ამჟამად, აშშ-ში შესვლა აკრძალული აქვთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობის: ჩინეთის, კანადის, მექსიკის, ირანისა და სამხრეთ კორეის მოქალაქეებს.

აღსანიშნავია, რომ იმიგრაციის შეზღუდვაზე ტრამპი საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან საუბრობდა.

21 აპრილის მდგომარეობით, აშშ-ში კორონავირუსით 787 901 ინფიცირებულია, 41 816 პაციენტი კი  გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები