ძლიერმა ქარმა სართიჭალაში 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა

სართიჭალაში ძლიერმა ქარმა 5-სართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა 6 ავტომობილი დაზიანდა. ადგილობრივები ჟურნალისტებთან საუბრისას ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

“ქარი ამოვარდა და მთლიანად კორპუსს სახურავი გადახადა. საბედნიეროდ, ადამიანები არ დაშავებულან, მაგრამ 6 მანქანა დაზიანდა ეზოში. სახურავს შევაკეთებთო, გვითხრეს, მაგრამ მანქანებთან დაკავშირებითაც ვითხოვთ, რომ დაგვეხმარონ”, – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, შექმნილია ზარალის შემსწავლელი კომისია.

“ქარბორბალა დატრიალდა და ერთ-ერთ 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა.
სახურავის გადახურვის სამუშაოები გუშინვე დაიწყო. დროებით გადაიხურება პრეზენტებით, რომ წვიმა თუ მოვა, მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა. დღეს კი სამუშაოები განახლდება”, – განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები