ბოლნისში 95 გამოკვლეული პირიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა

ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გადაგზავნილი 95 საკვლევი მასალიდან პასუხები დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ კოვიდ-19 არცერთ მათგანს დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსის სულ 75 დადასტურებული შემთხვევაა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებულია 54 ადამიანი, მარნეულში – 15, რუსთავში კი ინფიცირების 8 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 408 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 95 გამოჯანმრთელებულია, გარდაიცვალა 4  ადამიანი. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 4779 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 561 პირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები