ჩრდილოეთ ოსეთში თვითიზოლაციის რეჟიმს აპროტესტებენ – აქციის მონაწილეები დააკავეს (ვიდეო)

ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში თვითიზოლაციის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

მედიის ინფორმაციით, აქციაზე 500-ზე მეტი ადამიანი მივიდა, რომელიც სამსახურების დაკარგვასა და რეგიონში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით არასაკმარის ინფორმაციას აპროტესტებენ.

ხალხი მთავრობის სახლთან მივიდა, ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული. აქციის ორგანიზატორები – რამის ჩირკინოვი და არსენ ბესოლოვი დააკავეს.

სპეცრაზმმა შენობა ალყაში მოაქცია. ხალხთან შსს-ს რეგიონული განყოფილების მინისტრი, მიხეილ სკოკოვი მივიდა, მოგვიანებით კი მას ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ბითაროვი შეუერთდა.

აპრილის დასაწყისში საპროტესტო აქცია ქალაქ დიგორშიც გაიმართა. ადგილზე ასამდე ადამიანი მივიდა. პოლიციამ, სულ მცირე, ერთი ადამიანი დააკავა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები