კორონავირუსი აფრიკის ქვეყნებში – 19 895 პირი ინფიცირებულია

აფრიკის ქვეყნებში COVID-19-ით 1016 ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ ადგილობრივ ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით, ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. აფრიკის ქვეყანებში, ჯამში, ინფიცირების 19 895 გამოვლინდა, ხოლო ვირუსისგან 4462 ადამიანი განიკურნა.
კორონავირუსი ამ დროისთვის აფრიკის 52 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ჩრდილოეთ აფრიკაში გამოვლინდა, სადაც COVID-19 8 746 პირს დაუდასტურდა, 743 ადამიანი კი გარდაიცვალა. ჩრდილოეთ აფრიკაში კორონავირუსისგან, ჯამში,  გამოჯანმრთელებულია 1 829 პირი.
ინფიცირების 2 844 შემთხვევა დაფიქსირდა ეგვიპტეში, სადაც დაღუპულია 205 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები