ახალციხეში იძულებით გადაადგილებულ პირებს სურსათი დაურიგეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული და უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისათვის სააღდგომოდ სასურსათო პაკეტები დარიგდა.

საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოჯახები ადგილზე მოინახულა და პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები:  მაკარონი, ვერმიშელი, შაქარი და ზეთი გადასცა.

აღნიშნული დახმარება, ჯამურად, 220 ოჯახს გაეწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები