კიევის სასულიერო აკადემიაში კორონავირუსი გამოვლინდა
მოსკოვის საპატრიარქოს კიევის სასულიერო აკადემიაში კორონავირუსის 19 დადასტურებული შემთხვევაა. აკადემიის Facebookგვერდზე ნათქვამია, რომ ტესტირება 14 აპრილს ჩატარდა.
ინფიცირებულთაგან 3 აკადემიის პედაგოგი, ხოლო 16 სტუდენტია. ყველა მათგანი, ამჟამად, აკადემიის საერთო საცხოვრებელში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ თვითიზოლაციაში იმყოფება.
ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ტესტირება 15 აპრილსაც ჩატარდა, თუმცა მისი შედეგები, ჯერჯერობით, უცნობია.
აღსანიშნავია, რომ მანამდე კორონავირუსის თითქმის 100 შემთხვევა კიევ-პეჩერის ლავრაში გამოვლინდა, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარის, მიტროპოლიტ ვოლოდიმირის რეზიდენციის დანიშნულებას ასრულებს. ვირუსს 3 მღვდელი ემსხვერპლა. ლავრა კარანტინზეა დაკეტილი.
COVID-19-ის შემთხვევები, ასევე, წმინდა სამების იონინის მონასტერშიც დადასტურდა და მისი კარანტინზე დაკეტვა გადაწყდა.