კულტურის სამინისტრო: ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს

   კულტურის სამინისტრო, უკანასკნელ წლებში მედიასაშუალებებში საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან საგამოფენოდ გატანილი ექსპონატების დაკარგვისა და ორიგინალების ასლებით შეცვლის გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე აცხადებს, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის №03/92 ბრძანებით, შეიქმნა „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წწ ექსპონატების გატანა-შემოტანის საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისია“, რომელიც დაკომპლექტდა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. კომისია სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მუშაობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და შეისწავლა 2004-2012 წლებში მუზეუმიდან გატანილი საგამოფენო ექსპონატები და გატანა-შემოტანასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. როგორც კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნიდან ირკვევა, აღნიშნულ წლებში მუზეუმიდან გატანილი იყო ნიკო ფიროსმანაშვილის 51 ნამუშევარი (უკრაინა, თურქეთი, ბელორუსი, ლიტვა, საფრანგეთი და ჰოლანდია) და 460 -ზე მეტი არქეოლოგიური ექსპონატი. კომისიის მიერ ექსპონატების თანმხლები დოკუმენტაციის, შენახვა-დაცვის პირობებისა და მათი მდგომარეობის ვიზუალური შესწავლით დადგინდა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები