მოსკოვში 9 მაისის აღლუმი არ ჩატარდება
მოსკოვში 9 მაისის აღლუმი წელს არ ჩატარდება, ხელისუფლება მის ჩასატარებლად სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, – განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების შესახებ თავად პრეზიდენტი მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას.
კითხვაზე, ხომ არ არის წინასწარ განსაზღვრული აღლუმის ჩატარების ვადა, პესკოვი ამბობს – “დაველოდოთ მომენტს, როდესაც პრეზიდენტი საკუთარ გადაწყვეტილებას გაახმოვანებს”.
მანამდე, აღლუმის გადადების თხოვნით ვლადიმერ პუტინს რუსეთის ვეტერანთა ორგანიზაციებმა მიმართეს.
მედია წერდა, რომ გამარჯვების აღლუმის მოგვიანებით ჩატარდება, თუმცა მიახლოებული თარიღი ცნობილი არ იყო.