“რესპუბლიკურ საავადმყოფოში” კორონავირუსი 10 პაციენტს დაუდასტურდა

“რესპუბლიკური საავადმყოფოს” კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფ 10 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მისივე თქმით, ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“რესპუბლიკურ საავადმყოფოში 74 პაციენტია. გუშინდელი გაგზავნილი ტესტებიდან 10 დადებითი კოვინფექცია მოვიდა და დღეისათვის 21 პაციენტი გვყავს, რომელიც დადასტურებულია. დღეს ვაპირებთ 30 ანალიზის გაგზავნას. დღის ბოლოს გვეცოდინება, რა იქნება. სამწუხაროდ, მზარდი ტენდენციაა და ეს მაქსიმალურად მიუთითებს იმაზე, რომ კიდევ ერთხელ უნდა დავიცვათ წესები, რომ თავი ავირიდოთ ძალიან არასასურველ შედეგებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა პაციენტს აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება. ოღონდ ეს უნდა იყოს გონივრულ ჩარჩოებში. კეთილი ვინებოთ, ჩვენს მოსახლეობას ვთხოვ, გაითვალისწინონ, რომ ყველა კლინიკაში არის შედარებით მომატებული რაოდენობებია, რაც ნიშნავს, რომ რაოდენობა იზრდება. მოდით, მობილიზებული ვიყოთ და ერთმანეთი დავიცვათ.

ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. ჟანგბადდამოკიდებულნი არიან. პრაქტიკულად, ყველგან ორმხრივი პნევმონიებია. ტემპერატურული კოეფიციენტებიც დაცულია, არ არის განსაკუთრებით მაღალი. სხვადასხვა წყაროა. იცით, რომ მთელს ქვეყანაში სადღაც 12 წყაროა, მათ შორის 12 წყაროდან ჩვენთანაც რამდენიმეა. ასაკობრივი მაჩვენებელი ყველასი 25-46 წლამდეა. გვყავს ერთი უფრო მეტი ასაკის“, – განაცხადა ტაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები