“2019 წელს “ჰიბრიდული საფრთხეების” მიმართულებით მომუშავე ანალიტიკოსთა ჯგუფი გაძლიერდა”

“ქვეყნის წინაშე მდგარი შიდა თუ საგარეო საფრთხეებისგან დაცვისა და მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურისთვის ასევე არსებითად მნიშვნელოვანია შესაბამისი დანაყოფების ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება”,-ნათქვამია სუს-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, უწყების ანალიტიკოსები აქტიურად თანამშრომლობდნენ ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებსა და სამეცნიერო წრეებთან.

“საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკურმა გუნდმა გაიარა არაერთი სასწავლო კურსი, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა შეხვედრასა და კონფერენციაში, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. ამავე დროს, საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით სამსახურის ანალიტიკოსები აქტიურად თანამშრომლობდნენ ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებსა და სამეცნიერო წრეებთან.
2019 წელს გაძლიერდა „ჰიბრიდული საფრთხეების“ მიმართულებით მომუშავე ანალიტიკოსთა ჯგუფი, ასევე განვითარდა ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით დასაქმებული ანალიტიკოსების პროფესიული შესაძლებლობები.
​უწყების მდგრადი ინსტიტუციური განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განხორციელდა მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმები”,-აღნიშნულია სუს-ის მიერ მომზადებულ 2019 წლის ანგარიშში.

სუსი, ჰიბრიდული საფრთხე, ანგარიში

სუს-ი: გასულ წელს საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირესთან, აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იყო

​ ​”ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან 2019 წელს მიმდინარე მჭიდრო თანამშრომლობა”,- ამის შესახებ სუს-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული. უწყების მიერ 2019 წლის ანგარიშის თანახმად, სამსახურის საქმიანობის სპეციფიკისა და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით, გრძელდებოდა აქტიური მუშაობა და კოორდინაცია აშშ-ის მთავრობის შესაბამის უწყებებსა და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან სხვადასხვა ფორმატში.
“ამერიკელი პარტნიორების ორგანიზებით სამსახურის ათეულობით თანამშრომელმა გაიარა მომზადება/გადამზადება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხში. აშშ-ის მხარდაჭერით სამსახურის წარმომადგენლები ჩართული იქნენ ტერორიზმისა და უსაფრთხოების საკითხებში გრძელვადიან სამაგისტრო პროგრამებში და მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ეროვნული აკადემიის სასწავლო კურსში, ასევე ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლებათა ევროპული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. საანგარიშო პერიოდში სამსახური ჩართული იყო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაში.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში ქ. ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) ფარგლებში გაიმართა სხდომა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში სამსახურის წარმომადგენლებმა ნატო-ს წევრი ქვეყნების დელეგატებს გააცნეს ინფორმაცია სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ, რაც მათი მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული. სამსახური აქტიურად მონაწილეობდა ნატო-სთან წლიური ეროვნული პროგრამისა (ANP) და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებში.
​საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა სამართალდაცვით და უსაფრთხოების სფეროებში ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას. 2019 წელს სამსახურისა და ევროკავშირის პროექტის – „საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა“ ორგანიზებით, მედიის წარმომადგენელთათვის გაიმართა ორდღიანი სემინარი, რომლის მიზანს წარმოადგენდა მედიის როლის განხილვა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში და აღნიშნული მიმართულებით მედიასა და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. გარდა ამისა, სამსახური ჩართული იყო ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, ასევე, ევროკავშირის ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ინიციატივის (CBRN Risk Mitigation CoE) აქტივობებში, რომლის მთავარი პარტნიორი საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია.
ამასთან, ევროკავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოსთან (ევროპოლი) პარტნიორობის ფარგლებში, გაიმართა სამსახურის წარმომადგენელთა სამუშაო ვიზიტი ქ. ჰააგაში, რომლის ფარგლებში განხილული იქნა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, ფინანსური დანაშაულების, მათ შორის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თანამშრომლობის საკითხები.
​სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მონაწილეობას იღებდნენ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის, სათანადო დოკუმენტების შემუშავებისა და ანგარიშების წარდგენის პროცესში. სამსახური ჩართული იყო უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული დიალოგის მესამე შეხვედრაში.
​საანგარიშო პერიოდში სამსახურის მხრიდან აქტიურად მიმდინარეობდა საერთაშორისო ტერორიზმთან, ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროებში საქართველოს გამოცდილების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება და გამოცდილების გაზიარება.
საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩართული იყო მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში. 2019 წელს სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს „ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის“, „ბირთვულ ტერორიზმთან ბრძოლის გლობალური ინიციატივის“ (GICNT), ასევე გაერო-ს ფარგლებში გამართულ აქტივობებსა და სხვადასხვა რეგიონალურ თუ საერთაშორისო შეხვედრაში. ​
ეუთო-სა და ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მონაწილეობა მიიღო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე გამართულ არაერთ ღონისძიებაში, მათ შორის, ტერორიზმის საკითხებზე ევროპის საბჭოს კომიტეტის (CDCT) შეხვედრებში, ასევე ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის – „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში” ფარგლებში გამართულ აქტივობებში.
სამსახურის აქტიური ჩართულობით 2019 წლის ივნისში საქართველოში გაიმართა ეუთო-სა და საქართველოს მთავრობის მიერ ერთობლივად ორგანიზებული ეროვნული სემინარი, რომელიც ეძღვნებოდა ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის (VERLT) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საზოგადოების მრავალმხრივი ჩართულობის მიდგომას. სემინარს დაესწრო 70-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის იყვნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და ძირითადად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები ეუთო-დან და სხვა წამყვანი ქვეყნებიდან.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით სამსახურმა უმასპინძლა სხვადასხვა დაინტერესებული ქვეყნის ანტიკორუფციული და სხვა შესაბამისი უწყებების მაღალი დონის წარმომადგენლებს. ამასთან, 2019 წელს მნიშვნელოვანი იყო სამსახურის მიერ დიდ ბრიტანეთთან დამყარებული თანამშრომლობა და კორუფციის პრევენციის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარება.
​სამსახური აქტიურად იყო ჩართული ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) შემფასებელ მისიასთან ტერორიზმის დაფინანსების საკითხებზე გამართულ შეხვედრებსა და კონსულტაციებში.
​საანგარიშო პერიოდში ეფექტურად გამოიყენებოდა ინტერპოლთან თანამშრომლობის შესაძლებლობები, როგორც ინფორმაციის გაცვლის, ისე გამოცდილების გაზიარების კუთხით.
შეუფერხებლად მიმდინარეობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული გაერო-ს რეზოლუციებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების იმპლემენტაცია. ამასთან, სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებების ფორმატში, წლის განმავლობაში მომზადდა არაერთი ანგარიში სამსახურის საქმიანობის შესაბამის მიმართულებებზე”,-ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები