გიორგი ვოლსკი – საკონსტიტუციო სარჩელზე: კანონში წერია, რომ დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური გაერთიანებების ფუნქციონირება, რომლებიც პირველყოვლისა არღვევენ ადამიანის უფლებებს

„კანონში წერია, რომ დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური გაერთიანებების ფუნქციონირება, რომლებიც  არღვევენ ადამიანის უფლებებს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაუშვებელია ამგვარი პოლიტიკური ჯგუფების არსებობა.

„კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა, პოლიტიკური ჯგუფის ან მითუმეტეს შემდგომი მოქმედება, რომელიც უპირისპირდება ადამიანის უფლებებს. რომელიც უპირისპირდება სახელმწიფო მართვის სისტემას და არალეგალური, არასწორი, დანაშაულებრივი მოქმედებებით, რევოლუციური გზით ცდილობს კონსტიტუციური მმართველობის დამხობას. პირდაპირ წერია კანონში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი გამოაქვეყნა, რაც ნიშნავს, რომ სარჩელი დარეგისტრირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები