დავით მათიკაშვილი: ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობისთვის ერთადერთი გზა არის პოლიტიკოსებად წოდებული კრიმინალებისგან პოლიტიკური ველის გასუფთავება

„ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობისთვის ერთადერთი გზა არის პოლიტიკოსებად წოდებული კრიმინალებისგან პოლიტიკური ველის გასუფთავება,“- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

„ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სარჩელშია მითითებული, ნამდვილად არახალია ჩვენი ქვეყნისთვის – მკვლელობა, ცემა, წამება, ბიზნესის დარეკეტება, ტერიტორიების ჩაბარება. მტრული პოლიტიკა, რომელსაც წლების განმავლობაში აწარმოებდნენ ის პარტიები, სადაც სინამდვილეში პარტიულ მანტიაში გახვეული კრიმინალები იყვნენ მუდამ, იქნებოდა ეს 2004-2012 წლებში თუ უკვე ოპოზიციაში გადაბრძანებული „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობისთვის ერთადერთი გზა არის პოლიტიკოსებად წოდებული კრიმინალებისგან პოლიტიკური ველის გასუფთავება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ აკრძალვის შესახებ სარჩელი გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები