სუს-ი: 20 ივნისის მოვლენებმა დიდწილად დააზიანა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო

“2019 წელს ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა იყო 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები და მისი თანმხლები შედეგები. აღნიშნულმა დიდწილად დააზიანა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, მსგავსი სიტუაცია მყისიერად შეიძლება გამოიყენოს სხვა სახელმწიფომ ქვეყანაში უფრო მწვავე, შეუქცევადი პროცესების გააქტიურებისთვის.

“აგრესია, ძალადობა, სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე უკონტროლო და ქაოტური ვითარების შექმნისკენ მიმართული ქმედებები და აღნიშნულის „მიღებულ ნორმად“ დამკვიდრების მცდელობები მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის სახელმწიფოებრიობის, კონსტიტუციური წყობილებისა და მმართველობის ფორმებისთვის. ჩამოთვლილი ქმედებები, გარდა იმისა, რომ მასშტაბური შიდა პოლიტიკური კრიზისის მაპროვოცირებელია, შესაძლოა, მყისიერად იქნეს გამოყენებული უცხო სახელმწიფოების მიერ ქვეყანაში უფრო მწვავე, შეუქცევადი პროცესების გააქტიურებისთვის”, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები