მეუფე გაბრიელი: რუის-ურბნისის მიტროპოლიტის ქადაგება დამახინჯებულად მიეწოდა საზოგადოებას

რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობის ქადაგება, რომელიც სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა, დამახინჯებულია და არასწორი ფორმით მიეწოდა საზოგადოებას, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ეპარქიის მღვდელმსახურმა მეუფე გაბრიელმა განუცხადა.

მისი თქმით, ეპარქიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ტექნიკური ხარვეზის გამო, რამდენიმე საათია ქადაგების სრულ ვერსიას ვერ ტვირთავენ.

„საზოგადოებას არასწორად მიაწოდეს მეუფის ქადაგება, ეს არის შეგნებულად დამახინჯებული ამონარიდები მთლიანი ქადაგებიდან. ჩვენ ვცდილობთ ავტვირთოთ მთლაინი ქადაგების სრული ვერსია, თუმცა ატვირთვისთანავე გვებლოკება. ნამდვილად არ ვიცი, რა ხდება. მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა, მეუფის ქადაგება დამახინჯებულად მიაწოდეს საზოაგადოებას”, – განაცხადა მამა გაბრიელმა.

ცნობისთვის, დღეს სოციალურ ქსელსა და მედიაში რუის-ურბნისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის ქადაგების ამონარიდი გავრცელდა, სადაც მეუფე ამბობს, რომ კორონავირუსი საშიში ინფექცია არ არის, რადგან გარდაცვლილები მხოლოდ მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები არიან.

“თუ ჩვენ დავაკვირდებით, კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცებულები არიან გარდაცვლილები, როცა უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან და დაუბადებელ ჩვილზე არავინ არ ფიქრობს. მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში. რატომ ასეთი საგანგებო მდგომარეობა არ იქმნება, რომ ის ჩასახული ბავშვები დაიბადნონ? რატომ არ ფიქრობენ ამაზე, რომ მომავალი თაობა, ვინც კაცობრიობის გამგრძელებელი იქნება, ვინც გადაარჩენს ქვეყანას? ამაზე რატომ არ იღებენ საგანგებო მდგომარეობას?
ეს ჩვეულებრივი ვირუსია. ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან ამ ვირუსით. არანაირი საშიშროება არ არის. ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი და მე ადრეც ვთქვი, რომ წინა რეპეტიციაა იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი ამ საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია კაცობრიობის კონტროლი, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობის შემოღება.
გარდაცვლილები არიან მხოლოდ პათოლოგიური და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, რომელთაც შეიძლება ჩვეულებრივი ვირუსიც რომ შეხვდეთ, გარდაიცვალნონ.
ჩვენ ეხლა აღდგომის მარხვაში ვიმყოფებით და სიკვდილზე გაიმარჯვა უფალმა, მკვთრედით აღდგა იესო ქრისტე, რისი უნდა გვეშინოდეს მართლმადიდებელ ქრისტიანებს?
თქვენ ნახეთ, რომ ყველა მართლმადიდებელ ქვეყნებში აიკრძალა მრევლის მისვლა ტაძრებში, არ დადიან, არ უშვებენ. მათ შორის, სამღვდელოებაც მოუწოდებს არ მოხვიდეთ ტაძრებშიო. ჩვენთან მსგავსი რამ არ არის ერთი ორი ადამიანი, ასეთი როგორც იუდა გამოერია 12 მოციქულში, ასევე სამღვდელოებაშიც იქნებიან ასეთები, რომლებიც მოუწოდებენ მრევლს ტაძარში არ მოვიდნენ“, – განაცხადა მეუფე იობმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები