ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოებთან მისასვლელი გზები დაიკეტება
ქუთაისსა და ზესტაფონში, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უსაფრთხოების გამკაცრების მიზნით, გზები დაიკეტება, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა.
მისივე თქმით, ზომების გამკაცრება საჭიროა იმისათვის, რომ არ მოხდეს ადამიანების თავშეყრა.
“ცხრა საათიდან დაიკეტება მთლიანად ქუთაისის ყველა შემოსასვლელ-გასასვლელი. ეს ზომები დაკავშირებულია იმასთან, რომ მოსახლეობის დიდი კონცენტრაციაა ამ დღეებში მუნიციპალიტეტებში. ყველა ამ ღონისძიების გატარება მიმართული იქნება იქეთკენ, რომ არ იყოს ბევრი ადამიანის თავშეყრა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასაფლაოები, სადაც ამ დღეებში იქნება ხალხმრავლობა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გავამკაცროთ უსაფრთხოების ზომები რამდენიმე დღით ქუთაისსა და ზესტაფონის სასაფლაოებზე”, ‘განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
შეგახსენებეთ, გუშინ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოთხი ქალაქი – თბილისი, ქუთაისი, რუსთავი და ბათუმი, უსაფრთხოების მიზნით, ათი დღით დაიკეტა.