რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 24 ათასს გადააჭარბა

​რუსეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 3 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში უკვე 24 490 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ინფიცირებულთაგან უმრავლესობა მოსკოვში გამოვლინდა – 1774 პირი.

გასულ ერთ დღეში ვირუსს 28 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 198 ლეტალური შემთხვევაა.

ამასთან, ვირუსის დამარცხება 1 986 ადამიანმა შეძლო, ერთ დღეში კი კლინიკებიდან 292 პაციენტი გაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები