ამირან გამყრელიძე: თუ არ დავიცავით რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს და მაისის პირველ დეკადაში რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება

“თუ ჩვენ დღეს მოვადუნეთ სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს და მაისის პირველ დეკადაში კორონავირუსის რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შემთხვევათა 20-30%-ს რეანიმაციული ღონისძიებები დასჭირდება, რომელიც ჯანდაცვის სისტემისთვის მძიმე ტვირთი იქნება.

“300-ს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია კიდევ უფრო სწრაფი ზრდა, ამის ნიშანი ჩვენ გუშინ გვქონდა. თუ ჩვენ დღეს მოვადუნეთ სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს და მაისის პირველ დეკადაში რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება, რომელთა 20-30%-ს დასჭირდება ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული ღონისძიებები, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და გვექნება დანაკარგები. ამიტომ ყველაფერს ამას ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, მოსახლეობას ვთხოვ, დაიცვას ყველა წესი, რომელსაც სახელმწიფო გვეუბნება – “დარჩით სახლში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები