გიორგი გახარია: ზუსტად ვერავინ გვეუბნება, როდის იქნება კრიზისისა და გავრცელების პიკი

“ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს შეუძლებელია იმის პროგნოზი, როდის იქნება ვირუსის გავრცელების პიკი.

„გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში გვყავს ინფიცირებული 30 ადამიანი. კვლევა მიმდინარეობს, დაახლოებით, 500 ადამიანზე და, ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით.  მძიმე კარანტინის ის ზონები, რომლებიც თითქმის ყოველკვირეულად ქვეყანაში მრავლობს, ამ ფაქტს ადასტურებს. ამასთან ერთად, დღეს, მიუხედავად იმისა, რომ მადლობა უნდა ვუთხრათ ეპიდემიოლოგებს, მეცნიერებს, ექიმებს, ზუსტად ვერავინ გვეუბნება, როდის იქნება კრიზისისა და გავრცელების პიკი. ეს არის გლობალური გამოწვევა, დღეს შეუძლებელია ზუსტი პროგნოზი, როდის იქნება გავრცელების პიკი“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები