ანაკლიის საკარანტინე სივრცეში ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ანაკლიის საკარანტინე სივრცეში მყოფ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ორივე პაციენტს ტესტი კორონავრუსზე განმეორებით ჩაუტარდა, რადგან ისინი კორონავირუსით ინფიცირებული ე.წ. სპორტსმენის კლასტერს მიეკუთვნებიან.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი სამეგრელოში 27-28 მარტს იმყოფებოდა. ეპიდსამსახურმა მისი 27-მდე კონტაქტი დაადგინა, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.