რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 21 ათასს გადააჭარბა

რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის 2774 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში 21 102 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, გასულ დღე-ღამეში ვირუსს 22 ემსხვერპლა, ჯამუტად 170 ლეტალური შემთხვევაა. კლინიკებიდან  224 პაციენტია გაწერილია.

აღინიშნება, რომ ქვეყანაში სულ 1,4 მლნ ტესტია გაკეთებული.

ინფიცირებულთა ყველა მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა მოსკოვში – 1489; პოდმოსკოვიევში – 460; სანქ პეტერბურგში – 121; კომიში – 97, ნიჟეგოროდის ოლქში – 68.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები