ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმ პირობას ასახელებს, რომლის გათვალისწინებითაც შეეძლებათ ქვეყნებს კარანტინიდან გამოსვლა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰან გებრეიესუსის განცხადებით, ქვეყნებმა კარანტინიდან გამოსვლა მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყონ, თუ დარწმუნებული არიან, რომ დაავადების გავრცელებას აკონტროლებენ.

ასევე, მისივე თქმით, ქვეყნების ჯანდაცვის სისტემას უნდა შეეძლოს ვირუსის გამოვლენა, ტესტირება, ადამიანების იზოლირება და თითოეული შემთხვევის განკურნება.

გარდა ამისა, გებრეისუსის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში კორონავირუსის აფეთქების რისკის მინიმიზირება უნდა მოხდეს; პრევენციული ზომების მიღება მასობრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, სამუშაო ადგილებსა და სკოლებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია იმპორტირებული შემთხვევების რისკის გაკონტროლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები