WHO: კორონავირუსი ღორის გრიპზე ათჯერ საშიშია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი,ს ტედროს ადან გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსი ღორის გრიპზე ათჯერ საშიშია.
მისი თქმით, ღორის გრიპის პანდემია 2009 წლის იანვრიდან 2010 წლის აგვისტომდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში, ჯამურად, 1,6 მლნ ადამიანი დაინფიცირდა, მათგან ლეტალური მხოლოდ 18 449 შემთხვევა აღმოჩნდა.
მისი თქმით, კორონავირუსისგან გარდაცვალების შემთხვევები ამ მონაცემს ათჯერ აღემატება.
“ვიცით, რომ COVID-19 სწრაფად ვრცელდება, და ვიცით, რომ ის მომაკვდინებელია – ათჯერ მეტად სასიკვდილოდ საშიშია, ვიდრე 2009 წლის გრიპის პანდემია იყო”, – აღნიშნა გებრეიესუსმა.
მისი თქმით, ხალხმრავალ ადგილებში ვირუსი გაცილებით მარტივად ვრცელდება და კიდევ ერთხელ ისაუბრა მასთან ბრძოლის მეთოდებზე: ნაადრევ გამოვლინებაზე, ტესტირებაზე, იზოლაციაზე, მოვლასა და კონტაქტების დაკვირვებაზე.
14 აპრილის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის 1 920 918 შემთხვევაა, ვირუსს 119 686 ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 450 ათასი პაციენტი განიკურნა.