ჩინეთში COVID-19-ის წარმომავლობასთან დაკავშირებით სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებაზე შეზღუდვები დაწესდა
ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებით სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებაზე შეზღუდვები დააწესა, ავტორებს ჩინეთის ცენტრალური მთავრობის ნებართვა დასჭირდებათ, – იტყობინება CNN-ი.
თავდაპირველად, სამეცნიერო ნაშრომების შემოწმების გამკაცრების შესახებ ინფორმაცია შანჰაის, ფუდანის უნივერსიტეტისა და უხანში გეოლოგიური მეცნიერებათა ჩინეთის უნივერსიტეტის საიტებზე გავრცელდა, მოგვიანებით კი ინფორმაცია წაიშალა, თუმცა “გუგლის” საძიებო სისტემაში იძებნება.
“ეპიდემიოლოგიის ჩინური ჟურნალის” რედაქტორი, ვანგ ლანი ადასტურებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა სამეცნიერო პუბლიკაციამ წინასწარი შემოწმება სამ სხვადასხვა დონეზე უნდა გაიაროს. თავდაპირველად, მასალა უნივერსიტეტის აკადემიურმა კომიტეტმა უნდა მოიწონოს, შემდეგ – განათლებისა სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკურმა დეპარტამენტმა, ბოლოს კი – ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ჯგუფმა.
ჩინელმა მეცნიერმა ანონიმურობის დაცვის სანაცვლოდ თქვა, რომ ამ გზით ხელისუფლებას სურს, კორონავირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებით ყველა ობიექტური კვლევა შეზღუდოს – “თითქოს, აფეთქება ჩინეთში არ მომხდარა”.