დავით ზალკალიანი: საზღვარგარეთ უმუშევრად დარჩენილი, საქართველოს მოქალაქეების შემთხვევებს სამინისტრო ინდივიდუალურად განიხილავს

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ მყოფი, უმუშევრად დარჩენილი, საქართველოს მოქალაქეების ყველა შემთხვევას სამინისტრო ინდივიდურად განიხილავს.

მისივე თქმით, საელჩოები მუდმივ კომუნიკაციაში არიან ემიგრანტებთან, მათ შორის, მათთან, ვინც სამსახური დაკარგა.

“საზღვარგარეთ უმუშევრად დარჩენილი, საქართველოს მოქალაქეების შემთხვევებს სამინისტრო ინდივიდურად განიხილავს. საელჩოები მუდმივ კომუნიკაციაში არიან ემიგრანტებთან, მათ შორის, მათთან, ვინც სამსახური დაკარგა. აუცილებელია, რომ ჩვენ გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია ამ ემიგრანტებისგან, დამსაქმებლებისგან და კონტრაქტების არსებობის შესახებ, რათა გვქონდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, რომ საქართველოს საელჩოები და საკონსულოები შევიდნენ ამ კომუნიკაციაში ადგილსამყოფელ ქვეყნებთან. ამ მიმართულებით ამ წუთებშიც მიმდინარეობს საქმიანობა და მომავალშიც კოვიდინფექციასთან გამკლავების შემდეგაც ჩვენი წარმომადგენლები აქტიურად იქნებიან ჩართულნი”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები