“რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა”
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დამაკმაყოფილებელია.
მისივე თქმით, კორონავირუსზე ტესტირება დღეს 25 პაციენტს ჩაუტარდება.
“დღევანდელი მონაცემებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 59 პაციენტი იმყოფება.
რეანიმაციაში სამი პაციენტი რჩება, მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ერთ პაციენტს საშუალო სიმძიმეზე მეტად გამოხატული ნიშნები აქვს. არის ორმხრივი პნევმონია და ოქსტოქციული სინდრომი. პრობლემა რაც იყო, იგივეა, არაფერი არ შეცვლილა.
დღეს დამატებით 25 პაციენტის გატესტვა მოხდება.
ჩვენთან სამი ინფიცირებულია, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დამაკმაყოფილებელი”, – აღნიშნა ტაბიძემ.