ინფექციონისტი: კორონავირუსის პანდემია მძიმე ინფექციური დაავადებების აფეთქების საფუძველი არ უნდა გახდეს

უნდა ჩაუტარდეთ თუ არა ბავშვებს გეგმური ვაქცინაცია ამ პერიოდში? – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი აკეთებს.

„რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს უნდა ჩაუტარდეს გეგმური ვაქცინაცია. ზოგიერთი მშობელი და, სამწუხაროდ, ექიმიც, არასწორ გადაწყვეტილებას იღებს და ბავშვებს არ უტარებს აცრებს პანდემიის მიზეზით, რაც სრულიად უსაფუძვლოა. ზოგიერთებმა, რატომღაც, გადაწყვიტეს, რომ ამჟამად პნევმოკოკის აცრა არ უნდა ჩაუტარდეთ ბავშვებს. კორონავირუსის პანდემია არ უნდა გახდეს მძიმე ინფექციური დაავადებების აფეთქების საფუძველი. ამ პანდემიას კი გადავივლით და ის ინფექციები კი, რომლებიც მუდმივად საფრთხედ რჩება, არ უნდა დაგვავიწყდეს, მაგალითად – წითელა. ზოგიერთები მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ჯანდაცვის დაწესებულებებში მისვლას არიდებენ თავს ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, თუმცა ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემულია შესაბამისი მითითებები, როგორ უნდა გადანაწილდნენ პაციენტები დღის განმავლობაში, რომ არ შეიქმნას ეპიდემიოლოგიური რისკი“, – წერს ბუწაშვილი „ფეისბუქში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები