აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მარიამ ჯაშს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის მადლობას უხდის

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური საპარლამენტო კავშირის – UNITE აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის მადლობას უხდის.

“2012 წლამდე მარიამ ჯაში გაერო-ს მუდმივი წარმომადგენლის ოფისის კონსულტანტი იყო, სადაც ხელს უწყობდა საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებას. ქალბატონ მარიამთან წლების განმავლობაში წარმატებით ვმუშაობდით ეფექტური იმუნიზაციის პროგრამაზე, რომელიც ხორციელდებოდა USAID, UNICEF-სა და საქართველოს მთავრობის პარტნიორობის შედეგად.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ დიდი გზა გაიარა და ის პროგრესი, რომელსაც ამ სისტემამ მიაღწია ისეთი ადამიანების დამსახურებაა, როგორიცაა მარიამ ჯაში. მხარს ვუჭერთ მარიამსა და ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებს, რომლებიც საქართველოში თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, – ნათქვამია მადლობის წერილში​.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები