გია აბაშიძე: “მოსყიდვა”, “მეგალომანია”, “ფეიკი ჩარიცხვა”, “დიდი არაფერი ხარჯი” – ამ და სხვა სისულელეს ამბობენ და წერენ დაბოღმილები 100 მილიონის ჩარიცხვაზე

“100 მილიონის ჩარიცხვაზე – “მოსყიდვა”, “მეგალომანია”, “ფეიკი ჩარიცხვა”, “დიდი არაფერი ხარჯი” და ა. შ. ამ და სხვა სისულელეს ამბობენ/წერენ დაბოღმილები, უმადურნი და უსინდისოებით ბევრჯერ გამორჩეული, ერთეული ე. წ. ცნობილი სახეები”, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, გია აბაშიძე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას.

“100 მილიონის ჩარიცხვაზე – “მოსყიდვა”, “მეგალომანია”, “ფეიკი ჩარიცხვა”, “დიდი არაფერი ხარჯი” და ა. შ. ამ და სხვა სისულელეს ამბობენ/წერენ დაბოღმილები, უმადურნი და უსინდისოებით ბევრჯერ გამორჩეული, ერთეული ე. წ. ცნობილი სახეები. დიახ, სახეები და არა პიროვნებები. პატივი იქნებოდა მათთვის მათი აქ დასახელება. ვერ ეღირსებათ. რეალურ და სოცქსელურ იგნორში მყვანან, დიდი ხანია.
ზოგი ჭურნალისტობს, ზოგი “ანალიტიკოსობს”, ზოგიც ლექტორობს (საწყალი სტუდენტები)…
დღეს ერთ-ერთ ტელეეთერში სპეციალისტმა თქვა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ დიდ ფსიქიატრიულ გამოწვევებთან გვექნება საქმე! ნამდვილად, ოღონდ მანამდეც გვქონდა, ახლაც გვაქვს (ზოგიერთში აშკარად შესამჩნევია, მაგრამ მკურნალობას თავს არიდებენ) და კიდევ გვექნება, სამწუხაროდ!
იმედია, ჩვენი ჯანდაცვის სანაქებო სისტემა ამ გამოწვევასაც ჯეროვნად გაუმკლავდება”, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები