რატი იონათამიშვილი: ბიძინა ივანიშვილმა უპრეცედენტო მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას ეხმაურება.

„ბიძინა ივანიშვილმა უპრეცედენტო მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს და, როგორც მისთვის დამახასიათებელია, ყოველგვარი ხმაურისა და აფიშირების გარეშე. პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს ძალიან სწორი სიტყვები თქვა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს უნიკალური დაზღვევა, რომელიც ყოველ რთულ დროს მზად არის, დაეხმაროს ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა PosTv- ის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები