დარჩელი-ანაკლიის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, დარჩელი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა 2020 წლის 28 თებერვალს მოხდა, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შედეგად ბორდიურს შეეჯახა.
შს სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით აწარმოებდა.