ყაზბეგში საბავშო ბაღების აღსაზრდელების ოჯახებს სასურსათე კალათები გადაეცათ

ყაზბეგის მერიისგან სასურსათო კალათები მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელის ოჯახს გადაეცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ყაზბეგის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროდუქტების გაცემის პროცესში ყაზბეგის მერი – ალექსანდრე ზაგაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი ქეთევან გელაშვილი, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერიის თანამშრომლები და საკრებულოს წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები.
სასურსათო პაკეტი, რომელიც 11 სახეობის სხვადასხვა პროდუქტისგან შედგება, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის 8 ფილიალის 210 აღსაზრდელის ოჯახს გადაეცა.
პროცესი სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით განხორციელდა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია კორონავირუსის პრევენციის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს და 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები