ბაგრამში ნატო-ს ავიაბაზას ხუთი რაკეტა ესროლეს

ავღანეთში, ბაგრამის პროვინციაში ნატო-ს ავიაბაზის მისამართით ხუთი რაკეტა ისროლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ავღანეთში ალიანსის მისია – “მტკიცე მხარდაჭერა” ავრცელებს.

“დილით ბაგრამის აეოროდრომის მისამართით ხუთი რაკეტა ისროლეს. მსხვერპლი და დაშავებულები არ გვყავს. ჩვენი პარტნიორები, ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები, ინციდენტს იძიებენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Reuters-ი წერს, რო მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები