გორში “ქართული ოცნების” წევრები სისხლის უანგარო დონაციის აქციას შეუერთდნენ (ვიდეო)

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივას სიხლის უანგარო დონაციის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და „ ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” წევრებიც შეუერთდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, კორონავირუსი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სისხლის მარაგზე, შესაბამისად, აუცილებელია, ჯანდაცვის სამინისტროს სრული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ქვეყანაში დონაციის პროცესი გაგრძელდეს.
,,ქართული ოცნება”  გამოვეხმაურეთ ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას სისხლის აღებასთან დაკავშირებით. როგორც ვხედავთ, “ქართული ოცნების” წევრები ჩართულნი ვართ სისხლის უანგარო დონაციის პროცესში, რათა გადავარჩინოთ ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე. კორონავისრუსთან დაკავშირებით საჭიროა სისხლის მარაგები, სწორედ ამიტომ ჩავერთეთ ამ აქციაში“, – კონსტანტინე თავზარაშვილმა.
გორის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მიშა გოგონიაშვილმა “რეგიონულ კვირასთან” აღნიშნა, რომ სისხლის დონაცია პანდემიასთან ბრძოლის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდება გამოეხმაურა პოლიტიკური გუნდი და მათთან შეთანხმებით, ჩვენ ვაწყობთ აქციას, ვეხმარებით სისხლის ბანკს სისხლის მოგროვებაში, რომ გადავარჩინოთ მრავალი სიცოცხლე და დავეხმაროთ ადამიანებს“, – განაცხადა მიშა გოგონიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები