WHO-ს დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას ჩინეთში გამოეხმაურნენ

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აშშ-ის მხრიდან ფინანსური შენატანის შესაძლო, შეჩერება კორონავირუსთან ბრძოლაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს”, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა.

“მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის პირობებში აშშ-ის განცხადება, რომ შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას შეაჩეროს, ვირუსთან ბრძოლაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს”, – აღნიშნა დიპლომატმა.

მისი თქმით, კორონავირუსული ინფექციის აფეთქებიდან ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინაციის ჭრილში.

“ჩინური მხარე კვლავინდებურად გააგრძელებს ორგანიზაციის მუშაობის მხარდაჭერას”, – აღნიშნა ჩჟაო ლიცზიანმა.

დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთზე “ზედმეტად კონცენტრირებაში” დაადანაშაულა.

“გადავხედავთ, ორგანიზაციის დაფინანსების საკითხს”, – განაცხადა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები