ონში ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში აღმშენებლის, ბარათაშვილის, ვახტანგ მეექვსის, მოედნის, მ.ლებანიძის სანაპიროს, აღმაშენებლისა და დემეტრე მეორეს მოედანს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა.
დეზინფექციის სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილემ რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში – ლევან ქვათაძემ მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკა მაისურაძესთან ერთად მოინახულა.
დეზინფექციის სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გაგრძელდება.
სამუშაოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ანხორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები