მერაბ ქვარაია: შედეგი, რომელიც საქართველოს აქვს და განასხვავებს ბევრი სხვა უფრო ძლიერი სახელმწიფოსგან, სწორი მენეჯმენტისა და სწორი პოლიტიკის შედეგია

“შედეგი, რომელიც საქართველოს აქვს და განასხვავებს ბევრი სხვა უფრო ძლიერი სახელმწიფოსგან, არის სწორი მენეჯმენტისა და სწორი პოლიტიკის შედეგი, არის შედეგი იმ რეკომენდაციების გათვალისწინებისა, რომლებსაც პროფესიონალი ექიმები გვთავაზობენ”, – ამის შესახებ საქართველს პარლამენტის წევრმა, მერაბ ქვარაიამ პალიტრის ეთერში განაცხადაა.

მისივე თქმით, ხელისუფლების თითოეული გადაწყვეტილება პროფესიონალ ექიმებთან შეთანხმებითაა. ჩვენი პირველი და უმთავრესი ამოცანა არის ჯანმრთელობის უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეებისა. როგორც მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები პირველივე დღიდან იყო სწორი და ეფექტური, სხვა შემთხვევაში არ გვექნებოდა ის შედეგები, რაც დღეის მდგომარობით გვაქვს.

“ვის უნდა დავუჯეროთ, ამირან გამყრელიძეს, რომელიც გამოცდილი სპეციალისტი და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია თუ გიორგი ვაშაძეს, რომელიც პოლიტიკური აქტიურობით ცდილობს ყურადღების მიპყრობას, სინამდვილეში კი წარმოდგენა არ აქვს რაზე ლაპარაკობს და მხოლოდ დემაგოგიის კორიანტელს აყენებს ? რა თქმა უნდა, ამირან გამყრელიძეს. უნდა ვენდოთ და დავუჯეროთ! პროფესიონალი ექიმების რჩევების გათვალისწინების შედეგია ის პოზიტივი, რაც დღეს გვაქვს”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები