სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 881-მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 28-ით გაიზარდა და, ჯამურად, 881 ადამიანი შეადგინა, – განცხადა ქვეყნის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი თქმით, ქვეყანაში კიდევ ერთი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, ინფექციისგან 93 წლის, მეცხრე პაციენტი გარდაიცვალა.

ფაშინიანის თქმით, მას ონკოლოგიური დაავადებები ჰქონდა.

სომხეთში კორონავირუსის დამარცხება 87 ადამიანმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები