დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია “ჩინეთზე ზედმეტად კონცენტრირების” გამო გააკრიტიკა და მიანიშნა, რომ შესაძლოა, ორგანიზაციის “დიდი დაფინანსება შეაჩეროს”.
ტრამპის თქმით, WHO ბევრ რამეში აღმოჩნდა არასწორი. მისივე განცხადებით, ორგანიზაცია ევროპიდან ჩინეთში ჩასვლას არ კრძალავდა.
“ბევრ რამეში იყვნენ არასწორი. როგორც ჩანს, ზედმეტად არიან ჩინეთზე კონცენტრირებულები. ვაპირებთ იმ ფულის შეჩერებას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მივმართავთ”, – დასძინა ტრამპმა.
თუმცა, ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე ტრამპმა თქვა, რომ საკითხის შესწავლას აპირებენ და დაფინანსების შეწყვეტას გადახედავენ. კითხვაზე, არის თუ არა ამჟამად ამისთვის ხელსაყრელი დრო, ტრამპმა თქვა – “შესაძლოა, არა”.
აშშ WHO-ს ყველაზე მსხვილი დონორია.
უკანასკნელი შენატანი, რომელიც შტატების მხრიდან გაკეთდა, დაახლოებით, წელიწადში 116 მლნ დოლარი იყო. გარდა ამისა, აშშ, ნებაყოფლობის საფუძველზე, ორგანიზაციაში კონკრეტულ პროექტებზე 100-დან 400 მლნ დოლარამდე რიცხავს.