საბერძნეთში ექიმებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს
საბერძნეთში სახელმწიფო საავადმყოფოების ექიმებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს და სამედიცინო პერსონალის, საწოლების რაოდენობის ზრდა, საუკეთესო დამცავი საშუალებები და კერძო კლინიკების მობილიზება მოითხოვეს.
პროფკავშირების წევრები, საჭირო დისტანციის დაცვითა და სამედიცინო ნიღბებით, საკუთარ საავადმყოფოებთან შეიკრიბნენ ტრანსფარანტებით, წარწერით:”დაფარულ პირებს ხმა ჯერ აქვთ”.
ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან კი, არეულობა მოხდა, როდესაც პოლიცია შეკრებილების დაშლა გადაწყვიტა.
აქციები თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა.
საბერძნეთში კორონავირუსის 1700 დადასტურებული შემთხვევაა, 81 ადამიანი გარდაიცვალა.