ლევან გოფოძე: ჩვენს კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დადასტურებული არ აქვთ, საყურადღებოა.

“რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი აქვს დადასტურებული,  სტაბილურია, ორმხრივი პნევმონია აქვს, მაგრამ მდგომარეობა არ გართულებულა. ჟანგბადდამოკიდებულია, თუმცა მართვით სუნთქვას არ საჭიროებს.

რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პაციენტების ჯანრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ ორმხრივი მძიმე პნევმონია აღენიშნებათ, სერიოზული პაციენტებია. ბევრად მეტ დახმარებას საჭიროებენ სამედიცინო თვალსაზრისით, ორივე მართვით სუნთქვაზეა, კორონავირუსი არცერთს  აქვს დადასტურებული”, – განაცხადა გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები